ექსკლუზიური არომატები
ჩვენ ვქმნით უნიკალურ ექსკლუზიურ არომატებს რომელიც მჭიდრო და დაუვიწყარ კავშირს ქმნის ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის.
ბრენდების შეკვეთით დამზადებული არომატები
Air Aroma ექსკლუზიური არომატების შესაქმნელად კლიენტებთან თანამშრომლობს. ერთად ჩვენ ვქმნით დაუვიწყარ არომატებს, რომელთაც აქვს ისტორია და წარმოადგენს ბრენდის იდენტობის ნაწილს.
Air Aroma-ს ყოველი ექსკლუზიური არომატი უნიკალურია და შედგება უმალესი ხარისხის ნედლეულისგან, ბუნებრივი ეთერზეთებისა და განსაკუთრებული არომატებისგან. არომატის შექმნის უნიკალურ შემოქმედებით პროცესში ჩვენ ვოცნებობთ, ვგეგმავთ და ფორმას ვაძლევთ საკულტო სურნელს, რომელიც ემოციურ დონეზე დააკავშირებს ბრენდს და მომხმარებელს.
მოქმედებაში შესვლისთანავე ექსკლუზიური არომატი ბრენდის იდენტობის ადვილად ამოსაცნობი და განუყოფელი ნაწილი ხდება. ექსკლუზიური სურნელის მიწოდება სხვადასხვა ფორმითაა შესაძლებელი, როგორც Air Aroma-ს არომატიზაციის ტექნოლოგიის, ისე მრავალფეროვანი სურნელოვანი პროდუქტის გამოყენებით
თქვენი
/
არომატი
შემოქმედებითი პროცესი
Air Aroma-ს თითქმის ოცწლიან გამოცდილებას და პროფესიონალიზმს პარფიუმერიასა და ბრენდინგში კონკურენტი არ ჰყავს. ექსკლუზიური სურნელის შესაქმნელად Air Aroma მჭიდროდ თანამშრომლობს ბრენდთან ან ბიზნესთან იმისთვის, რომ სურნელი ბუნებრივად შეერწყას ბრენდის ვიზუალურ მხარეს, სმენით შეგრძნებას და ზოგად მესიჯს.
არომატის შექმნის პროცესში Air Aroma-ს მრავალპროფილური მიდგომის მეთოდით, ჩვენ განვსაზღვრავთ ზუსტ სამიზნე ჯგუფს, ემოციას და შეხების წერტილს. შედეგი გამორჩეული სურნელია, რომელიც ასოცირდება კონკრეტულ ბრენდთან ან გარემოსთან, და საბოლოო ჯამში მომხმარებელს უქმნის ადვილად დასამახსოვრებელ განწყობას ღრმა ემოციურ დონეზე.
ექსკლუზიურობა
როგორც კი თქვენი შეკვეთით დამზადდება არომატი, თქვენ მიიღებთ მასზე ექსკლუზიურობის სერტიფიკატს. ექსკლუზიური არომატი წარმოადგენს ბრენდის ინტელექტუალურ საკუთრებას და ამიტომ ხდება კომპანიის ბრენდინგის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი.
შექმენით ინდივიდუალური არომატი
თუ ეძებთ ექსკლუზიურ სურნელს თქვენი სასტუმროსთვის, მაღაზიისთვის, საავტომობილო ცენტრებისთვის, ღონისძიებებისთვის ან თუნდაც უძრავი ქონებისთვის, Air Aroma გთავაზობთ როგორც ინდივიდუალური სურნელის შექმნის, ისე არომატიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას.