გაჰყევი Air Aroma-ს მწვანე პოლიტიკაში

Air Aroma-ში გარემოს დაცვას სერიოზულად ვუდგებით. ჩვენი კომპანიის პოლიტიკა მოიცავს სამუშაო გარემოს, ჩვენი პროდუქციის შემადგენლობას და იმ გავლენას, რომელიც კომპანიას აქვს გარემოზე გლობალურად.

ხელახალი გადამუშავება

Air Aroma-ს არომატების ფლაკონები და კარტრიჯები დამზადებულია PET და PP მასალისგან, ამიტომ 100%-ით ექვემდებარება გადამუშავებას და გარემოს დაბინძურება მინიმალურია.

Air Aroma-ს არომატების დიფუზორი დამზადებულია ძირითადად ალუმინისგან, რომელიც ყველა გადასამუშავებელ მასალას შორის ერთადერთია, რომლის გადამუშავება 100%-ით უსასრულოდ შეიძლება ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. ჩვენ ქმნით პროდუქციას, რომელიც დიდხანს გემსახურებათ. ჩვენი ბევრი დიფუზორი უკვე 10 წელზე მეტია ექსპლუატაციაშია.

PP

პოლიპროპილენი

PET

პოლიეთილენ-ტერეფტალატი

ნორმების დაცვა

როგორც პარფიუმერიის საერთაშორისო ასოციაციის (IFRA) წევრი, Air Aroma ამზადებს არომატებს IFRA-ს უმკაცრესი სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად. Air Aroma-ს არომატები აკმაყოფილებს აქროლადი ორგანული ნაერთების (VOC) ნორმებს. დაარსებიდანვე Air Aroma-ს სურნელოვანი პროდუქცია ეფუძნებოდა 100%-ით ბუნებრივ ეთერზეთებს, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ არომატიზაციის ტრადიციას და ჩვენი არაერთი არომატი მზადდება 100%-ით ბუნებრივი ეთერზეთებისგან.

ნახშირბადის კვალი

Air Aroma სხვადასხვა გზით ამცირებს ენერგიის მოხმარებას ოფისებში. მისი მიზანია ნახშირბადის მინიმალური ემისია ატმოსფეროში. ძირითადი ოფისების გახსნამ მელბურნში, ამსტერდამში, ტოკიოში, ნიუ-იორკში, დუბაიში და ჰონგ-კონგში, მნიშვნელოვნად შეამცირა მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისა და ტვირთის გადაზიდვის აუცილებლობა, რაც თავის მხრივ ამცირებს საწვავის მოხმარებას.

სადაც შესაძლებელია, ჩვენ ვიდეო კონფერენციების რეჟიმში კომუნიკაციას ვანიჭებთ უპირატესობას.. ჩვენი ოფისები ოპტიმალურად იყენებენ ბუნებრივ სინათლეს, ჩვენ ვმუშაობთ ეკო-მეგობრულ და ენერგოეფექტიან Apple-ის კომპიუტერებით და ჩვენი მიზანი ქაღალდზე ბეჭდვის გარეშე საქმის წარმოებაა.