Ecoscent

ინოვაციური ვენტილაციისა და კონდიცირების არომა-დიფუზიის სისტემა სახლისა და კომერციული ფართებისთვის. Ecoscent-ი მძლავრი დიფუზორია, უერთდება ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემას და უზრუნველყოფს სივრცეების მდგრად, ეფექტურ არომატიზაციას.

არომატიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია.

Ecoscent-ი არის მარტივად გამოსაყენებელი არომატიზაციის დანადგარი, რომელიც უერთდება ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემას და ქმნის ხავერდოვან ყნოსვით შეგრძნებებს. ეფუძნება რა მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე არომატიზაციის ტექნოლოგიას, Air Aroma-ს მიერ დაპატენტებული ატომიზაციის პროცესი უზრუნველყოფს სურნელის მდგრად ინტესიურობას და შედეგს.
რეგულირებადი არომატიზაციისა და კომპაქტური დიზაინის წყალობით, Ecoscent-ი იდეალური არჩევანია როგორც დიდი, ასევე მცირე სივრცეებისთვის, სადაც აუცილებელია არომატის უმცირეს ნაწილაკებად დაშლა და გაბნევა. ის იდეალურად უერთდება ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემას, რაც არომატიზაციის ეფექტურობას 50%-ით ზრდის. (არომატის პირდაპირ ჰაერში გაფრქვევის მეთოდთან შედარებით).
Ecoscent-ში შეგიძლიათ გამოიყენოთ 450მლ ან 2ლ მოცულობის კარტრიჯები მისი უპირატესობაა მარტივი რეგულირება და მრავალმხრივობა. Ecoscent-ით ჰაერის არომატიზაცია შესაძლებელია ვრცელ ღია სივრცეზე ან ერთდროულად რამდენიმე ზონაზე ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემიის დახმარებით დამატებითი მოწყობილობების გარეშე, ამიტომ ის იდეალურია საგამოფენო დარბაზებისთვის, კაზინოებში, ოფისებში, აეროპორტებსა და დიდი სასტუმროს ვესტიბიულებისთვის.

არომატიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია.

პროფესიონალური არომა-დიფუზორი

Ecoscent-ი რამდენიმე მოდელითაა წარმოდგენილი, მათ შორის r1, r2, r4 და r6. ყოველი მომდევნო მოდელი ფარავს უფრო მეტ ფართობს. მას უერთდება სხვადასხვა დამატებითი გასაფრქვევი მოსწყობილობა მრავალმხრივი არომატიზაციისთვის

ჩამონტაჟებული ტაიმერი

არეგულირე სურნელის გაფრქვევის გრაფიკი მარტივად. ჩამონტაჟებული ტაიმერის საშუალებით შეგიძლიათ მართოთ არომატის გაფრქვევის გრაფიკი დღე-ღამის ნებისმიერ დროს ან დილიდან ღამემდე.

მიუერთეთ ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემას

საუკეთესო შედეგის და არომატის ინტენსივობის მისაღებად, Ecoscent-ი უერთდება პირდაპირ თქვენს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემას და იყენებს ჰაერის ნაკადს სავენტილაციო არხებში.

არომატის ინტენსივობის რეგულირება

Ecoscent შეიქმნა როგორც ძლიერი და ეფექტური დანადგარი, რომელსაც აქვს არომატიზაციის უზუსტესი კონტროლის მექანიზმი. მართე არომატიზაცია უფრო მეტი სიზუსტით უფრო მეტ ფართობზე.

ერთი სისტემა, ექვსი სურნელი

თუ გსურთ, დიდი სივრცის დაფარვა და არომატების მრავალფეროვანი არჩევანი, ამისთვის არსებობს Ecoscent-ის რამდენიმე მოდელი. Ecoscent-ის ერთ სისტემაში ექვსი განხვავებული არომატის კარტრიჯი შეგიძლიათ ჩააყენოთ.

სურნელი თქვენი კონდიციონერიდან

გათბობისა და გაგრილების სისტემის მეშვეობით სივრცეში არომატის გაბნევა არასდროს ყოფილა ამაზე ადვილი. Air Aroma-ს სურნელოვანი ზეთი გამოიბნევა წვრილ მიკროსკოპულ წვეთებად მშრალი ნისლის სახით, გაფილტრული ცივი ჰაერის წნევის ზემოქმედებით, რაც ცივი დიფუზიის მეთოდის სახელითაა ცნობილი. ეს სურნელოვანი მშრალი ნისლი უერთდება ვენტილაციის არხებს და აღწევს სასურველ ადგილებამდე მდგრადი ნაკადის სახით.

სურნელი თქვენი კონდიციონერიდან

Ecoscent-ი შეგიძლიათ შეინახოთ კარადაში და მხოლოდ მისი დიფუზორი მიამაგროთ კედელზე ან დამალოთ კედლის უკან, ან ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის არხთან. არომატი ვენტილაციის სისტემაში დატრიალდება და უცვლელად მოგაწვდით სურნელს შერჩეულ ფართობზე. ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემასთან მიერთების შემთხვევაში Ecoscent-ით არომატი 6 000მ3-ზე ვრცელდება.

დაიწყე არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს და ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე, მათ შორის თქვენი არომატის შექმნასა და არომა-დიფუზორების დამონტაჟებაზე. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი არომა-ბრენდინგის გადაწყვეტილებების განხორციელებაში.

დაგვიკავშირდით