Air Aroma-ს ნამდვილი პროდუქცია
მყიდველის გაფრთხილება.
შეიძინეთ Air Aroma-ს ნამდვილი პროდუქცია
დღესდღეობით ბაზარზე Air Aroma-ს მიმსგავსებული ბევრი ფალსიფიცირებული პროდუქცია არსებობს. 1999 წლიდან ჩვენ ვართ Air Aroma-ს ბრენდით გამოშვებული ნებისმიერი პროდუქციის შემქმნელები და მწარმოებლები, მათ შორის ბრენდებისა: Aromax, Aroscent, Ecoscent, Aroslim, Arodrive, Arologic, Arobalance და უამრავი სახეობის არომატისა.
Air Aroma-ს არომატიზაციის დანადგარები და არომატები უმაღლესი ხარისხისაა. ისინი აკმაყოფილებენ პარფიუმერიის საერთაშორისო ასოციაციის სტანდარტებს და ხარისხისა და უსაფრთხოების რეგულაციებს. ჩვენი ტექნოლოგიები და ყველა პროდუქტი დაპატენტებულია. დაეჭვების შემთხვევაში, ნუ დააყოვნებთ და დაუკავშირდით Air Aroma International-ს, რათა დაადგინოთ საქონლის წარმომავლობა.
Air Aroma-ს არომატიზაციის დანადგარები და არომატები უმაღლესი ხარისხისაა. ისინი აკმაყოფილებენ პარფიუმერიის საერთაშორისო ასოციაციის სტანდარტებს და ხარისხისა და უსაფრთხოების რეგულაციებს. ჩვენი ტექნოლოგიები და ყველა პროდუქტი დაპატენტებულია. დაეჭვების შემთხვევაში, ნუ დააყოვნებთ და დაუკავშირდით Air Aroma International-ს, რათა დაადგინოთ საქონლის წარმომავლობა.
ნუ მოატყუებინებთ თავს
ბაზარზე არსებობენ ყალბი Air Aroma-ს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ მომხმარებელი მოატყუონ და დააჯერონ, რომ ისინი Air Aroma-ს ნამდვილ პროდუქტს და მაღალი ხარისხის საქონელს ყიდიან. შეამოწმეთ მათი კონტრაქტი სადისტრიბუციო უფლებებზე. ყველა ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია ჩვენს საიტზეა ჩამოთვლილი, ლოკაციების გვერდზე. თუ აქ ვერ იპოვეთ, ესე იგი ისინი ჩვენი დისტრიბუტორები არ არიან.
უფრთხილდით Air Aroma-ს თაღლით დისტრიბუტორებს, რომლებიც იყენებენ:
- Air Aroma-ს სახელი, ლოგო და ბრენდი
- Air Aroma-ს ყალბ ბიზნეს ბარათებს
- ფრაზებს და საბუთებს, რომლებიც არ ეკუთვნის Air Aroma-ს
დადასტურებული სია
Air Aroma-ს დისტრიუტორთა დადასტურებული სია იხილეთ ჩვენი ლოკაციების გვერდზე. მოძებნეთ Air Aroma-ს უფლებამოსილი დილერები თქვენი რეგიონის ან ქვეყნის მიხედვით აქ:
ოფისები
ოფისები
რისკები
არასერტიფიცირებული არომატებისა და პროდუქციის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ბათილი საგარანტიო და არომატიზაციის აპარატურის დაზიანება
- საშიში და არასერტიფიცირებული არომატები პოტენციურ რისკს შეიცავენ თქვენი მომხმარებლების, პერსონალისა და თქვენი კომპანიის ავტორიტეტისა და განვითარებისთვის
- ცუდი ხარისხის არომატები დ არომატის ინტენსიურობა
- მეტი გაყიდვები - უფრო მაღალი ყოველთვიური ანაზღაურება
- არასათანადო და არასწორი მონტაჟი.
მიიღეთ ზომები
Air Aroma International სერიოზულად უდგება მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენი ორგანიზაცია ბევრს მუშაობს იმაზე, რომ დაიცვას მომხმარებლები და Air Aroma-ს ბრენდი. ჩვენი კომპანიის პოლიტიკის ნაწილია ნებისმიერი ინფორმაციის გამოძიება, რომელსაც მივიღებთ ყალბ პროდუქციასა და არაუფლებამოსილ წარმომადგენლებზე. აუცილებლობის შემთხვევაში Air Aroma მიმართავს მართლმსაჯულების სისტემას იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც ამგვარ უკანონო ქმედებაშია ჩაბმული.
გაქვთ შეკითხვები?
თუ არ ხართ დარმწუნებული, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Air Aroma-ს კონტაქტების კონტაქტი გვერდზე ამავე საიტზე.