სარეკლამო სტენდის არომატები

შეეხეთ, დაინახეთ და შეიყნოსეთ, დააინტერესეთ მომხმარებელი თქვენი პროდუქციით.

როგორ მუშაობს?

Aropromo თქვენს ბრენდს გამოყოფს ვიზუალური გამოსახულებებით გადატვირთულ სარეკლამო სივრცეში, სადაც კომპანიები მუდმივად ცდილობენ კონკურენციის შეჯიბრში მომხმარებლის ყურადღება ვიზუალურად გაფორმებული სტენდებით მიიპყრონ.

Aropromo-ს შეუძლია მულტისენსორული სარეკლამო კამპანიის შექმნა და უბრალო სტენდის სარეკლამო შესაძლებლობების მაღალ დონეზე აყვანა მყიდველის იტერაქციულობის და არომატის განცდის გზით.

მუშაობს ბატარეაზე

დაბალი ფასი

გაზარდეთ გაყიდვები

როგორია პროცესი?

ჩვენ გვესმის მარკეტინგული მესიჯის თანმიმდევრულობის მნიშვნელობა და კარგად ვიცით, როგორ განვახორციელოთ უნიკალური და ძლიერი არომა-მარკეტინგული გადაწყვეტილებები ჩვენი კლიენტებისთვის. ჩვენი გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს მარკეტინგულ და კრეატიულ განყოფილებებთან იმისთვის, რომ განავითაროს თქვენი ბრენდისთვის შექმნილი სტენდის არომა-კამპანია.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი პროდუქციის არომატი, ან მიმართოთ ჩვენი პარფიუმერების პროფესიონალიზმს და Air Aroma-ს დაამზადებინოთ თქვენი ბრენდის ან სარეკლამო კამპანიის ექსკლუზიური არომატი. როგორც კი არომატის საკითხი გადაწყდება, Air Aroma სურნელს მოაქცევს Aropromo-ს მოწყობილობაში. ამის მერე, Aropromo შეგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერი ზომისა და ფორმის სტენდს.

სარეკლამო სტენდი
/
არომატი

როგორია პროცესი?

როგორ გამოიფრქვევა არომატი?

Aropromo-ს გააქტიურება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი, მათ შორის ღილაკზე დაჭერით, სენსორულ პანელზე შეხებით, მოძრაობის სენსორით ან დროის ინტერვალების დაპროგრამებით. Aropromo ერგება თქვენთვის სასურველ დიზაინს, ხოლო მისი ბატარეაზე მომუშვე არომატიზაციის სისტემა 30 დღემდე გემსახურებათ.

დააჭირეთ

ღილაკზე დაჭერა ააქტიურებს არომატის გამოფრქვევას 10 წამით. წითელი LED სინათლე ციმციმებს მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად. არომატი გამოიფრქვევა მხოლოდ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში.

შეხება

სენსორთან შეხება არომატის გამოფრქვევას ააქტიურებს 10 წამის განმავლობაში. არომატი მხოლოდ მაშინ გამოიფრქვევა, როდესაც მომხმარებელი სენსორულ პანელს ეხება.

მოძრაობა

მოძრაობის დეტექტორი 10 წამით ააქტიურებს არომატის გამოფრქვევას. მოძრაობის დეტექტორი აქტიურდება 0,2 მეტრიდან 6 მეტრამდე მოძრაობის რადიუსში

ინტერვალი

არომატის გაფრქვევის ხანგრძლივობა შეიძლება დაპროგრამდეს ნებისმიერი ინტერვალით. მაგალითად 20-წამიანი ჩართვისა და გამორთვის ინტერვალებით (სტანდარტული), დღეში საათების რაოდენობის მიხედვით, შესაძლებელია კვირის დღეებში ჩართვა და შაბათ-კვირას გამორთვა.

დაგვიკავშირდით და დაიწყეთ არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს და ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ თქვენი საკუთარი მულტისენსორული სარეკლამო კამპანია, თქვენი სურნელისა და ბრენდის გამოყენებით. თქვენ გექნებათ ყველაზე გამორჩეული სარეკლამო სტენდი.

დაგვიკავშირდით