Cathay Pacific
ლავანდა, ჟასმინი, ბამბუკი, ღვიის ნაყოფი, ჩაის ფოთლები, თეთრი მუშკი, კედარი
The Cathay Pacific scent
Cathay Pacific-მა კარგად იცის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურებისთვის განსაკუთრებული და დამამშვიდებელი გარემოს შექმნას. როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ავიახაზები, ის მოგზაურებს სთავაზობს ელიტარულ სტატუსს. ამ ჰონგ-კონგურმა ბრენდმა Air Aroma-სთან თანამშრომლობით ბრენდის ექსკლუზიური არომატი შექმნა.
Cathay Pacific-მა სურნელი აეროპორტის უმაღლესი კლასის მოსაცდელში გააფრქვია. ეს სურნელი წარმოაჩენს ბრენდის სულისკვეთებას და შეუმჩნევლად ერწყმის აეროპორტის პრესტიჟული მოსაცდელების ესთეტიკას. მოსაცდელების ინტერიერის დიზაინში ისეთი მასალის გამოყენება, როგორიცაა ბუნებრივი ხე, ონიქსის ქვა, კირქვა და ბრინჯაო ზუსტად ასახავს ამ სივრცეების მიზანს და ინტერიერს თანამედროვე მდიდრულ იერს ანიჭებს.
მდიდრულ და თანამედროვე არომატს უმალვე ამოიცნობთ. ის გულწრფელი სითბოსა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებისკენ განაწყობს Cathay Pacific-ის წევრებს. Air Aroma-ს მიერ Cathay Pacific-სთვის შექმნილი სურნელი პირველად ახლად დაპროექტებულ მოსაცდელ სივრცეში გააფრქვიეს. ეს არომატი არის ხის, ყვავილებისა და გამახალისებელი მწვანე ჩაის ნოტების ნაზავი.
დაგვირეკეთ
დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.
სურნელის განვითარება
ექსკლუზიურ სურნელს ეძებთ? Air Aroma პარფიუმერებს შეუძლიათ შექმნან ინდივიდუალური არომატი მხოლოდ თქვენი ბრენდისთვის