სასტუმროები
არომატით გამოხატული გულთბილი მიღება
თქვენი სასტუმროს არომატიზაცია
სურნელს შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად მოეწონებათ და გაიხსენებენ თქვენს სასტუმროს ვიზიტორები. ელეგანტური მცირე ზომის და მაღალი კლასის სასტუმროსთვის მნიშვნელოვანია სტუმარს მისვლისთანავე განსაკუთრებულად აგრძნობინოს თავი. სპეციალურად თქვენთვის დამზადებული ექსკლუზიური სურნელით თქვენ შექმნით იდეალურ ატმოსფეროს და მოახდენთ ძლიერ შთაბეჭდილებას სტუმრებზე.
შეგიძლიათ თქვენი სასტუმროს ატმოსფერო და ბრენდი გახადოთ გამორჩეული ექსკლუზიური არომატის ვესტიბიულში, მოსასვენებელ სივრცეში, შეხვედრების ოთახში, სპა და ფიტნეს ცენტრში და სხვა ზონებში გაფრქვევით. სტუმრების მიღებაზე ორიენტირებული ბრენდები მთელს მსოფლიოში იყენებენ არომატებს თავის სასარგებლოდ, რადგან იციან, რომ ამგვარად მათთან მიღებული შთაბეჭდილება კიდევ დიდხანს დარჩება სტუმრის მეხსიერებაში.
ადამიანის ცხვირს სურნელის გახსენება 65%-იანი სიზუსტით შეუძლია მისი შეგრძნებიდან ერთი წლის მერე მაშინ, როდესაც ვიზუალური გამოსახულების გახსენების სიზუსტე სამი თვის შემდეგ მხოლოდ 50%-ია.
გააძლიერეთ კავშირი თქვენს სტუმრებთან
იმის გამო, რომ ჩვენი ყნოსვა პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებასა და ემოციებზე, სურნელი გადამწვეტ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ ვიმახსოვრებთ და შევიგრძნობთ მოვლენებს. სწორად შერჩეულ სურნელს აქვს უნარი მომხმარებლამდე მიიტანოს თქვენი ბრენდის მესიჯი და განსაკუთრებულად დაამახსოვროს იგი სტუმრებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სურნელის ძალას შეუძლია შექმნას მომხმარებლის ლოიალურობა და თქვენი სტუმრები მუდამ თქვენს სასტუმროს დაუბრუნდებიან.
გონებაგამჭრიახმა სასტუმროს მფლობელებმა იციან ბრენდული არომატის ძალის შესახებ. Air Aroma-მ შექმნა არომატები უმაღლესი კლასის წამყვანი სასტუმროებისთვის, რომელთა შორისაა Waldorf Astoria Hotels and Resorts, Conrad Hotels, Four Seasons Hotels და სხვები.
Air Aroma-ს მრავალფეროვანი არომატიზაციის სისტემების დაყენება თქვენი სასტუმროს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემაზე მიერთებით ამაზე იოლი არასდროს ყოფილა, ხოლო ჩვენი პერსონალიზებული დიფუზორი, რომლის დადგმაც ოთახშია შესაძლებელი და რომლის რეგულირება სტუმარს თავად შეუძლია, იდეალური დამატებაა თქვენი მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებსა და პენტჰაუზებში.
ბრენდის ცნობადობა
სტუმრები გაიხსენებენ თქვენს ბრენდს თქვენი ექსკლუზიური არომატის საშუალებით მას მერე, რაც თქვენგან წავლენ.
შეიტანეთ მშობიური გარემო
არომატიზირებული პროდუქცია, როგორიცაა სანთლები, ოთახის სპრეი და კომფორტის სხვა წვრილმანები, ხელს შეუწყობს სასტუმროებსა და სტუმრებს შორის კავშირების გამყარებას.
დაიწყეთ სასტუმროს არომატიზაცია
დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.