მაღაზია

შექმენი უნიკალური გარემო მაღაზიაში არომატის გზით.

მაღაზია
მაღაზია

ექსკლუზიური სურნელები, რომლებიც აძლიერებენ ყიდვის შთაბეჭდილებებს.

დღეს უფრო მეტი და მეტი მყიდველი მიმართავს ონლაინ პლატფორმებს, ამიტომ მაღაზიაში მიღებული შთაბეჭდილება ბრენდის ეფექტურად წარმოჩენის და ერთგული მომხმარებლის შეძენის განსაკუთრებული შანსია. მაღაზიის აგურის და ბეტონის კედლებში ბრენდი მყიდველისთვის დასამახსოვრებელი უნდა გახდეს. ფლობელები საკუთარი მაღაზიის ყველა დეტალს ითვალისწინებენ: ინტერიერს და დეკორაციას, მუსიკას და განათებას. გამჭრიახი მესაკუთრეები მომხმარებლის მეხუთე გრძნობას, ყნოსვასაც არ ივიწყებენ.

სხვა მარკეტინგულ ხერხებთან ერთად, სურნელს შეუძლია მომხმარებლის ბრენდთან კავშირები გაამყაროს, შექმნას ბრენდთან უფრო ძლიერი ურთიერთობის ფორმა და გაზარდოს მომხმარებლის ერთგულება. მაღაზიების და მოდის ბრენდების მიერ შეკვეთით შექმნილი ექსკლუზიური სურნელები ატარებენ ბრენდის არსს და ატმოსფეროს, ამძაფრებენ აღქმას, ემოციებს და სამიზნე ჯგუფთან კავშირს, შესაბამისად წარმოადგენენ ბრენდის იდენტობის და ბრენდთან ურთიერთობის განუყოფელ და დაუვიწყარ ნაწილს.

მაღაზიებში სურნელოვანი სანთლები შესაძლოა საშიში იყოს, ხოლო სურნელოვანი სპრეი არაეფექტური და ხარჯიანი. მაღაზიაში სურნელის თანაბარი და მდგრადი დონის შესანარჩუნებლად, ჩვენ გირჩევთ არომატების გაფრქვევას „ცივი დიფუზიის“ ტექნოლოგიით, რომელიც შეგიძლიათ ისე დააპროგრამოთ, რომ არომატის გაფრქვევა მხოლოდ სამუშაო საათების განმავლობაში მოხდეს.

საინტერესო ფაქტი

"როდესაც მომხმარებლებს სთხოვეს, ფეხსაცმელის შედარება არომატიზირებული მაღაზიიდან მეორე, არა-არომატიზირებული მაღაზიის ფეხსაცმელთან, მყიდველებმა განაცხადეს, რომ ისინი არომატიზირებული მაღაზიის ფეხსაცმლის ყიდვისკენ იხრებოდნენ". - ჰირში, რ. ალანი,. ყნოსვა და გემოვნება, შპს მკურნალობისა და კვლევის ფონდი,

სპეციალურად დამზადებული არომატები მოდისა და საცალო ვაჭრობის მაღაზიებისთვის.

მაღაზიაში არომატის დამატება მყიდველის შთაბეჭდილებებს აძლიერებს და ქმნის მათთან კავშირს ემოციურ დონეზე. მომხმარებლები უფრო დიდხანს რჩებიან არომატიზირებულ მაღაზიაში და აქ მიღებული შთაბეჭდილებები უფრო დიდხანს ინახება მათ მეხსიერებაში. მოდის ჩვენებებზე, დროებით თუ ტრადიციულ მაღაზიებში, ექსკლუზიური არომატები მოგანიჭებენ უპირატესობას თქვენს კონკურენტებზე.

ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გვესმის, ვეხებით და ყნოსვით ვგრძნობთ, აყალიბებს ერთიან წარმოდგენას ბრენდზე. ორი ათწლეულის განმავლობაში Air Aroma თანამშრომლობდა უამრა მაღაზიასთან, პატარა ბუტიკებიდან გლობალურ ქსელებამდე და ქმნიდა მათთვის არომა-მარკეტინგის სტრატეგიას, რომელიც აახლოებს მომხმარებელს ბრენდთან და აქცევს მათ ბრენდის მხარდამჭერებად. ჩვენი კლიენტები უამრავ სფეროში არიან მათ შორის, მოდის, სამკაულების, ტექნოლოგიების, აქსესუარების, სპორტული საქონლის, ავეჯის, დიდი სავაჭრო ცენტრები და უნივერმაღები.

ადვილად დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებები

ჩვენი ყნოსვა პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც პასუხისმგებელია დამახსოვრებასა და ემოციებზე.

გაზრდილი გაყიდვები

გარემომცველ არომატს ყველაზე დიდი გავლენა მაშინ აქვს, როდესაც საქმე მომხმარებლის ქცევას ეხება ემოციებთან, შეფასებებთან, მაღაზიაში დაბრუნების და შეძენის სურვილთან მიმართებაში.

დაიწყეთ არომატიზაცია თქვენს მაღზიაში

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით