ჯანდაცვა და გაჯანსაღება

გააუმჯობესეთ პაციენტის გამოცდილება.

ჯანდაცვა და გაჯანსაღება
ჯანდაცვა და გაჯანსაღება

თქვენი სამედიცინო დაწესებულების არომატიზაცია

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ჯანდაცვის დაწესებულებაში სურნელის გამოყენებას პაციენტის განცდებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთ არომატს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს პაციენტებსა და ვიზიტორებზე, და უფრო პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის.

სტომატოლოგიური კაბინეტები, საავადმყოფოები და ექიმის მოსაცდელი ოთახები ხშირად დამთრგუნველად მოქმედებს პაციენტებსა და სტუმრებზე. უარყოფით განცდას აძლიერებს საწმენდი და სტერილიზაციის საშუალებების სუნიც. პაციენტებისთვის უფრო მშვიდი გარემოს შესაქმნელად სამედიცინო დაწესებულებები ადამიანის 5 გრძნობას შორის ყველაზე ძლიერ გრძნობას - ყნოსვას მიმართავენ.

"კვლევებმა დაადასტურა, რომ ფორთოხლისა და ლავანდის გარემომცველმა არომატმა შეამცირა მღლვარება და გააუმჯობესა სტომატოლოგთან რიგში მდგარი პაციენტების განწყობა."

ჯ. ლეჰმერი, გ. მარვინსი, ს. ლერი, პ. იორენი და ლ. დეეკე (2005) ფსიქოლოგია და ქვევა.

გამოაცოცხლეთ ჰაერი

ლავანდისა და ევკალიპტის დამამშვიდებელი არომატის ჰაერში გაბნევა ადამიანს სიმყუდროვისა და სიმშვიდისკენ განაწყობს, ამიტომ მოსაცდელ ოთახში მომლოდინე პაციენტებს და ვიზოტორებს არ აწუხებთ შფოთვა და სტრესი. პედიატრიულ პრაქტიკაში, ბავშვებისთვის შექმნილ ხილისა და ტკბილ არომატებს პატარა პაციენტებისთვის დაძაბულობის მოხსნა შეუძლია. ასაკოვანი ხალხის მოსავლელ დაწესებულებებში, Air Aroma-ს შეუძლია შეიტანოს ისეთი არომატიზაციის სტრატეგია, რომელიც ადამიანებს ძვირფას მოგონებებს გაუღვიძებს ან გაუძლიერებს მადას სადილობამდე, საკვების გემრიელი სურნელის გაფრქვევით. გარემომცველ სურნელს დადებითი ზეგავლენა აქვს პაციენტების მიერ მომსახურების ხარისხის, სისუფთავის და პერსონალის კეთილგანწყობის შეფასებაზე. სურნელოვანი გარემო პაციენტებს ეხმარება დაძაბულობის მოხსნასა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში. თუ ჰაერის გასაცოცხლებლად Air Aroma-ს 100% ბუნებრივ ეთერზეთებს გამოიყენებთ ანტიბაქტერიული თვისებებით, თქვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წახვალთ და განსაკუთრებულ შედეგს მიიღებთ.

ანტიბაქტერიული

ანტიბაქტერიული პროდუქტის სამედიცინო დაწესებულებებში გაფრქვევა ამცირებს ჰაერის გზით გადამდები ბაქტერიებით ინფიცირების რისკს.

დამამშვიდებელი ეფექტი

შეუწყეთ ხელი პაციენტების სიმშვიდეს და შექმენით პოზიტიური ატმოსფერო მოსაცდელ და საკონსულტაციო ოთახებში არომატის გაფრქვევით.

დაიწყეთ თქვენი კლინიკის არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით