კაზინოები
შექმენით მომხმარებლის ლოიალურობა და გაზარდეთ შემოსავლები არომატებით
კაზინოების და სათამაშო სივრცეების არომატიზაცია
კაზინოს სტუმრებისთვის განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნა უკიდურესად მნიშვნელოვანია. კაზინოში შესვლის მომენტიდან, სტუმრებმა თავი განსაკუთრებულად უნდა იგრძნონ და გადაეშვან ემოციურ სიამოვნებაში, კაზინოს მფლობელებს კი სურთ სტუმრებს საუკეთესო ატმოსფერო შეუქმნან. არომატების გამოყენება კაზინოს სივრცეში არა მხოლოდ ბრენდისადმი ლოიალურობას ქმნის, არამედ პირდაპირ აისახება მომხმარებლის მხარჯველობაზე. ამის მიზეზი კი ისაა რომ ჩვენი ყნოსვა პირდაპირაა დაკავშირებული ტვინის ლიმბურ სისტემასთან, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას და ემოციებს.
სწორად შერჩეული არომატი მოთამაშეებს უხსნის სტრესს, ისინი კაზინოში რჩებიან უფრო დიდხანს და ხარჯავენ მეტს. Air Aroma-ს მიერ დაპატენტებული Ecoscent-ის ტექნოლოგიას შეუძლია არომატი გააფრქვიოს კაზინოს ვრცელ და კომპლექსურ ტერიტორიაზე როგორც მთლიანად, ისე მის ცალკეულ ზონებზე, როგორიცაა კაზინოს იატაკი, პოკერის ოთახი, ვიპ-მოთამაშეების ოთახები და ა.შ. ყველა ზონაში არომატის გაფრქვევა ხდება ვენტილაციისა და კონდიცირების საერთო სისტემიდან, რომელიც განლაგებულია სპეციალურ ოთახში ან შენობის სხვენში, იმისთვის, რომ მოწყობილობა დაიმალოს.
საინტერესო ფაქტი:
ამერიკის ერთ-ერთ კაზინოში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ გარკვეული არომატების შეტანით აზარტული თამაშებიდან შემოსავალი 48%-ით გაიზარდა
არომატით მიღწეული დადასტურებული წარმატება
არომა-მარკეტინგი დიდი წარმატებით სარგებლობს გართობის ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევებმა აჩვენა, რომ სურნელს შეუძლია კაზინოებს 53%-ით მეტი შემოსავალი მოუტანოს. სხვა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ სტუმრები კაზინოში გატარებულ საღამოებს უფრო დადებითად აფასებდნენ და აქ უფრო დიდხანს რჩებოდნენ. სურნელი მხოლოდ სტუმრებისთვის არ არის, პერსონალისთვის და კაზინოში მომუშავე ადამიანებისთვისაც სასარგებლოა სუფთა და სასიამოვნო გარემოში მუშაობა.
სათამაშო სივრცეები ხშირად ბინძურდება სიგარეტის კვამლის სუნით, რომლის მოშორება თითქმის შეუძლებელია. Air Aroma-ს კვამლის საწინააღმდეგო და სუნის გასანეიტრალებელმა ტექნოლოგიამ Arotec-მა რევოლუცია მოახდინა კაზინოების არომატიზაციაში. კაზინოებს შეუძლიათ აღარ იღელვონ არასასიამოვნო სუნზე. ამის ნაცვლად, მოთამაშეები მხოლოდ თქვენი ექსკლუზიური არომატის სურნელს იგრძნობენ.
გაზრდილი მხარჯველობა
კვლევამ აჩვენა, რომ მოთამაშეები 45%-ით მეტს ხარჯავენ, როდესაც კაზინოებში სასიამოვნო სურნელია.
უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზება
Air Aroma-ს ტექნოლოგია Arotec ანეიტრალებს ყველაზე რთულ სუნს, როგორიცაა სიგარეტის კვამლის სუნი, და მის ნაცვლად ჰაერში სასიამოვნო სურნელს ტოვებს.
დაიწყეთ თქვენი კაზინოს არომატიზაცია.
დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.