ფიტნესი და სპორტული დარბაზები

გადაუსწარი კონკურენტებს ჩვენი არომატით

ფიტნესი და სპორტული დარბაზები
ფიტნესი და სპორტული დარბაზები

თქვენი ფიტნეს ცენტრის არომატიზაცია

დღეს სპორტული დარბაზი იმაზე მეტია ვიდრე ადგილი, სადაც ზრუნავენ სხეულის ფორმებსა და ჯანმრთელობაზე. აქ მოსული ბევრი ადამიანისთვის ეს ცხოვრების წესია და აქ გატარებული დრო ნიშნავს თავდაჯერებას, კარგ განწყობას და მხნეობას. მეგობრული გარემო, საქმისადმი ერთგული პერსონალური მწვრთნელები, თითქმის უახლესი სპორტული ინვენტარი და მომხმარებლისთვის შემუშავებული სავარჯიშო პროგრამა, რაც ოდესღაც განმასხვავებელი ნიშანი იყო, დღეს ყველა სპორტულ დარბაზშია.

გახდით გამორჩეული არომატთან ერთად

დღეს არსებულ უამრავ ფიტნეს ტრენდს შორის, რით გამოარჩევთ თქვენს სპორტულ დარბაზს სხვებისგან? თქვენს წევრებთან დამაკავშირებელი გარემოს შექმნა არომატის ძალით შეგიძლიათ. სურნელს აქვს უნარი შექმნას განწყობა ნებისმიერ გარემოში, რაც არ უნდა იყოს ამ გარემოს მიზანი, რელაქსაცია და განახლება, თუ შთაგონება და ენერგია. სურნელი მარტივად შეგიძლიათ გააფრქვიოთ მისაღებ ნაწილში, გასახდელებში, აერობიკის სტუდიაში, ორთქლის ოთახებში და წევრების თავშეყრის ადგილებში. მიმზიდველი სურნელი შექმნის გრილ, სუფთა და ენერგიულ ატმოსფეროს უფრო კმაყოფილი მომხმარებლებისთვის.


Air Aroma-მ შექმნა არომატული ნაზავები სხვადასხვა ტიპის გამაჯანსაღებელი ბრენდებისთვის. იმ მომენტიდან მოყოლებული, როდესაც ახალი მომხმარებელი თქვენს კარს შემოაღებს, მას იდეალური გარემო უნდა დახვდეს იმისთის, რომ ის თქვენი წევრი გახდეს. სწორად შერჩეულ არომატს შეუძლია მოიზიდოს ახალი წევრები და შექმნას გარემო, რომელსაც ისინი იცნობენ და სადაც კარგად გრძნობენ თავს.

საინტერესო ფაქტი:

როდესაც გარშემო სასიამოვნო სურნელია, ხასიათი 40%-ით უმჯობესდება.

მარტინ ლინდსტრომი, (2005) ჟურნალი პროდუქტისა და ბრენდ მენეჯმენტისთვის.

არომატები გამაჯანსაღებელი ეფექტით

Air Aroma-მ შექმნა სამი უნიკალური ეთერზეთოვანი ნაზავი ფიტნეს ინდუსტრიისთვის.

Cardio - ეს არომატი შეიქმნა იმისთვის, რომ მოახდინოს სტიმულაცია კარდიო-ვარჯიშების დროს და ხელი შეუწყოს ღრმად სუნთქვას. ეს გამამხნევებელი და გამაცოცხლებელი ნაზავი გამოირჩევა ანტიბაქტერიული და რესპირატორული უპირატესობებით, რადგან მასში ისეთი ინგრედიენტებია, როგორიცაა ფიჭვის წიწვის და ევკალიპტის ექსტრაქტი, ხოლო პიტნა და ჯანჯაფილი ენერგიას მატებენ და აუმჯობესებენ კონცენტრაციას. მცირე ოდენობის ლიმონის ზეთი ამაღლებულ განწყობას შემოიტანს ნებისმიერ სივრცეში.

Conditioning – ეს ზეთი შექმნილია ისეთ სივრცეებში გასაფრქვევად, სადაც გსურთ ატმოსფეროს გახალისება, ენერგიულობის გაზრდა და მენტალური გადატვირთვის შემცირება. ბერგამოტის, ფორთოხლის, ჩაის ხის და ევკალიპტის გამაცოცხლებელი და გამახალისებელი თვისებები ჰარმოიულად ერწყმის თეთრი კვიპაროსის და შავი წიწაკის სასარგებლო თვისებებს. ეს ნაზავი მატებს ენერგიას და თქვენს წევრებს უბიძგებს, რომ ვარჯიშისას მაქსიმალური შედეგი მიიღონ.

Cooldown – ეს ზეთი ფორთოხლის, მანდარინის და სანდალოზის ხის სარელაქსაციო ნაზავია, რომელიც ევკალიპტის და ჩაის ხის ზეთებთანაა კომბინირებული. ის მნიშვნელოვანი დამატებაა იოგას და მედიტაციის სესიების დროს, ან ნებისმიერ სხვა ადგილას ,სადაც გსურთ, რომ თქვენმა წევრებმა თავი მშვიდად იგრძნონ და კონცენტრაცია შეინარჩუნონ.

სისუფთავე

არ არის აუცილებელი თქვენს სპორტულ დარბაზში ოფლის სუნი იყოს. გამოიყენე არომატი იმისთვის, რომ შექმნა სასიამოვნო გარემო და აჯობო კონკურენტებს.

გააცოცხლე და გაახალისე

ევკალიპტისა და პიტნის სურნელით გაჯერებულ საუნებსა და ორთქლის ოთახებში თქვენი წევრები თავს იგრძნობენ მხნედ და ცოცხლად. სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ ეთერზეთები ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს და ამცირებს ჰაერის გზით მათ გავრცელებას

დაიწყეთ თქვენი ფიტნეს-სტუდიის არომატიზაცია

დაუკავშირდით Air Aroma-ს წარმომადგენელს და ჩვენ თქვენს საქმიანობას დაუყოვნებლივ არომატულად ვაქცევთ.

დაგვიკავშირდით