ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, მაღალი კლასის მოგზაურობის მრჩეველები და საერთაშორისო მედია ქალაქ კანში გამართულ ფეშენებელური მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას სტუმრობენ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მყიდველს მაღალი კლასის მოგზაურობის სფეროში საუკეთესო შეთავაზებებს წარუდგენს.
ამ ღონისძიებაზე იქმნება ფეშენებელური მოგზაურობისა და დასვენების ტრენდები და კომპანიები პოულობენ ბიზნეს პარტნიორებს, რაც საშუალებას აძლევს ნამდვილ ცნობისმოყვარე მოგზაურს მიაგნოს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მომავალი დასვენებისთვის. 2017 წელს კანში ამ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში კომპანია „აკორ ჰოტელს“-მა ორგანიზება გაუკეთა მრავალ ღონისძიებას, რომელზეც მიწვეული იყვნენ საერთაშორისო მოგზაურობის მრჩეველები და ჟურნალისტები, რათა წარედგინათ ექსკლუზიური მულტი-სენსორული ხერხები “აკორ ჰოტელსის“ ფეშენებელური ბრენდებისთვის , რომელთა შორისაა Raffles, Fairmont, Swissotel, MGallery და Sofitel.
Air Aroma „აკორ ჰოტელსის“ მაღალი კლასის ბრენდებისთვის არომატების გლობალური მიმწოდებელია, ჩვენთვის ეს უნიკალური შანსი იყო, რომ მონაწილეობა მიგვეღო Sofitel-ის ბრენდის ღონისძიებაში და სადღესასწაულოდ წარგვედგინა დახვეწილი და კოსმოპოლიტური ექსკლუზიური არომატი Essence de Sofitel. Sofitel-ის პრეზენტაცია მიეძღვნა ამ ბრენდის საქვეყნოდ განთქმულ ფრანგულ მემკვიდრეობას და Air Aroma-სთან ერთად სიღრმისეულად განიხილეს ექსკლუზიური არომატი Essence de Sofitel. განხილვას პარფიუმერი ლუსიენ ფერერო უძღვებოდა. სტუმრები მსოფლიოს პარფიუმერიის დედაქალაქის, გრასის კერძო ვილაში, შატო სენ ჟორჟში მიიწვიეს. მომხიბვლელ პროვანსალურ გარემოში, მთის ფერდობზე მდებარე მე-19 საუკუნის ეს ვილა, რომელიც ადგილობრივ პარფიუმერულ საამქროებსა და ყვავილების მინდვრებს გადაჰყურებს, Sofitel-ის ბრენდისთვის დამახასიათებელ კლასიკურ ფრანგულ ელეგანტურობას ატარებს. ვილა, რომელიც მეოთხე თაობის პარფიუმერმა ლეონ შირისმა ააგო, გაჟღენთილია ტრადიციებით, რამაც სტუმრები ყნოსვითი თავგადასავლების განწყობაზე დააყენა.
Air Aroma-მ სტუმრებს დაწვრილებით განუმარტა ამ ექსკლუზიური არომატის შექმნის პროცესი, და გაანდო მათ Sofitel-ის ბრენდისთვის შექმნილი სურნელის მთავარი ინსპირაციისა და ხედვის საიდუმლო, მათ შორის ინფორმაცია სტუმრების შთაბეჭდილებებზე, სამიზნე აუდიტორიასა და ინტერიერის ესთეტიკაზე, რამაც საბოლოო ფორმა მისცა Essence de Sofitel-ს. ამ უნიკალური არომატის, Essence de Sofitel-ის შემქმნელმა ფრანგმა პარფიუმერმა ლუსიენ ფერერომ გაამჟღავნა პარფიუმერის გონების იშვიათი საიდუმლო, განიხილა ახალი სურნელის შექმნის შემოქმედებითი პროცესი და დამსწრეებს გაუძღვა Essence de Sofitel-ის ინტერაქციულ ყნოსვით თავგადასავალში. საკუთარი ბაღიდან მოტანილი ნედლი მასალის გამოყენებით ფერერომ სტუმრებთან ერთად დანაყა ლინომის ფოთლები, დანამასტაკის ხის ტოტები და პაჩული, გზადაგზა ხსნიდა Essence de Sofitel-ის შექმნის კონცეფციას, რომელსაც საფუძვლად დაედო საფრანგეთის ლაჟვარდოვან ნაპირზე მისი სახლის გარემომცველი სურნელი. ფერერომ ასევე აღწერა არომატის დომინანტი ზედა, შუა და ბოლო ნოტები და დაუკავშირა ისინი ემოციებს და ხასიათს, რომელიც თავის მხრივ Sofitel-ის არომატის თანამედროვე კოსმოპოლიტურ ნაზავს უკავშირდება ფრანგული ელეგანტურობის შტრიხით. ამ კონცეფციაზე დაყრდნობით სტუმრებს შეეძლოთ Essence de Sofitel-ის საკუთარი ვერსიის შექმნა ნედლი მასალის და სუფთა ეთერზეთების გამოყენებით. Essence de Sofitel-ს ბერგამოტმა ცოცხალი არომატი, ჟასმინმა თავბრუდამხვევი ქალურობა, სანდალოზის ხემ კი სენსუალურობა და ხავერდოვნება შესძინა.
Essence de Sofitel-ის სურნელოვანი სანთლებით მსუბუქად არომატიზირებულ ვილაში Air Aroma-მ ახსნა, თუ როგორ თანამშრომლობდა Sofitel-ის მარკეტინგულ ჯგუფებთან იმისთვის, რომ არომატის კოსმოპოლიტური იდენტობა, მისი ხელწერა ეპოვა, შეექმნა სახელწოდება და შეფუთვა და მისი გამოყენების არეალი განესაზღვრა. საცალო გაყიდვებისთვის შექმნილი ერთეულები ბრენდის სტილსა და კლასს ასახავს. არომატული სანთელი და ორი სხვადასხვა ზომის აეროზოლის შეძენა შესაძლებელია So Boutique-სა და Sofitel-ის ნებისმიერ სასტუმროში. არომა-სტრატეგიის მხარდაჭერის ფარგლებში, სახლში მოხმარებისთვის განკუთვნილი ხაზი აერთიანებს დიდი ზომის 1,5 კგ სანთელს, ოთახის აეროზოლს და ძილის მომგვრელ ფრანგული ლავანდის ბალიშის სპრეის. ექსკლუზიური არომატის პრეზენტაციისთვის Air Aroma-მ და Sofitel-მა ერთად შექმნეს ექსტრაორდინალური არომატების კეისი. მდიდრული დიზაინის ეს კეისი Sofitel-ის მაღალი დონის ესთეტიკას იმეორებს და სტუმრებს საშუალებას აძლევს არომატის ძირითადი ინგრედიენტების გამოყენებით ჩაატარონ ექსპერიმენტები და ამგვარად, მეტი გაიგონ Essence de Sofitel- სა და პარფიუმერ ლუსიენ ფერეროზე. 25 გამორჩეულ სასტუმროში მოთავსებული არომატების კეისი სურნელის რიტუალის ჩატარების, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და სტუმართა შთაბეჭდილებების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
დღე საზეიმო კოქტეილებითა და ფრანგული სამზარეულოთი დასრულდა ვრცელ მოოქროვილ დარბაზებში, საიდანაც ხედი გრასის ლანდშაფტებზე გადიოდა. Essence de Sofitel ჭეშმარიტი იერ-სახეა ფრანგული joie de vivre ანუ სიცოცხლის სიყვარულისა და დიდებული შთაბეჭდილებებისა.